გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

თამარ ჩერგოლეიშვილი ნიკა გვარამიაზე: ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესების მოღალატეა და სამაგალითოდ უნდა გაფარჩაკდეს - ვინც მის გუნდშია, არავის გააჩნია ღირებულებები

9-04-2024

გვარამიასთან თანამშრომლობას მთავაზობთ? მაგ კაცმა მიშას ბრძანებით და რუსთავი ორის გამოყენებით (სანამ გოიმურად დაკარგავდა) პოლიტიკური სპექტრი შინაარსისგან დაცალა და მედიის თავისუფლება დაასამარა იმით, რომ სააკაშვილის მორჩილების ნიშნით არჩია სპიკერები, - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.


ჩერგოლეიშვილის განცხადებით, გვარამია ქვეყნის ეროვნული ინტერესების მოღალატეა და ვინც მის გუნდშია, არავის გააჩნია ღირებულებები.


შესაბამისად, მისი თქმით, გვარამიასთან თანამშრომლობა სირცხვილია.


“გვარამიასთან თანამშრომლობას მთავაზობთ?


მაგ კაცმა მიშას ბრძანებით და რუსთავი ორის გამოყენებით (სანამ გოიმურად დაკარგავდა) პოლიტიკური სპექტრი შინაარსისგან დაცალა და მედიის თავისუფლება დაასამარა იმით, რომ სააკაშვილის მორჩილების ნიშნით არჩია სპიკერები.


ეგ კაცი არის ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესების მოღალატე და სამაგალითოდ უნდა გაფარჩაკდეს რომ სხვა ორჯერ დაფიქრდეს, სანამ იმას იკადრებს რაც ამ უტვინო ქაჯმა იკადრა.


აბსოლუტურად ყველა, ვინც მის გუნდში ყოფნას კადრულობს არის უტვინო მცოცავი და ვერასოდეს ვერაფერს მიაღწევს თავის ცხოვრებაში, გარდა კლოუნობისა.

ვინც მის გუნდშია, არავის გააჩნია ღირებულებები.


მათი მოტივაცია ცოცვააა და მათთან თანამშრომლობა სირცხვილია" - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.