გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

სალომე ზურაბიშვილი: დიპლომატებს ჩემი ინფორმაცია გაუკვირდათ

6-10-2018

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი საქართველოში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა.
საუბრის ძირითადი თემა მიმდინარე საარჩევნო კამპანია იყო.


„დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მივაწოდე ინფორმაცია საარჩევნო კამპანიაზე, რომელიც უხამსი სიტყვებისა და აგრესიული ტონალობის ფონზე მიმდინარეობს. სამწუხაროა, რომ ზოგიერთი მედიის წარმომადგენელი თავს უფლებას აძლევს, ასეთი აგრესიული და ძალადობრივი ფორმით, მუქარის ტონით ჩაერიოს საარჩევნო კამპანიაში.


დიპლომატებს ეს გაუკვირდათ, მათ წყინთ, რადგან საქართველოს არ აქვს ეს სურათი საზღვარგარეთ და სამწუხაროა, რომ ამ შემთხვევაშიც, როდესაც არ არის პირდაპირი პარტიული არჩევნები და ვიძახით, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს ზეპარტიული, ვიღებთ ასეთ სურათს”- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.