გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

რატი იონათამიშვილი "გამჭვირვალობის კანონის" მოწინააღმდეგეებზე: ამაზე მეტი მტრობა რა უნდა ჩაიდინონ - 9 აპრილს მართავენ მსვლელობას გამჭვირვალობისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ!

9-04-2024

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგე არასამთავრობოების მიერ დაგეგმილ მსვლელობას სოციალურ ქსელში აფასებს.


მისი თქმით, სიმბოლურია, რომ გამჭვირვალობის და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მსვლელობა სწორედ 9 აპრილს იმართება.


"ამაზე მეტი სიმბოლიზმი, ამაზე მეტი ლუსტრაცია რა უნდა იყოს და ამაზე მეტი მტრობა რა უნდა ჩაიდინონ - 9 აპრილს მართავენ მსვლელობას გამჭვირვალობისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ!" - წერს რატი იონათამიშვილი.