გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ანრი ოხანაშვილი: ახალგაზრდა კაცი გამოიყვანეს მდიდარმა NGO-ებმა და ალაპარაკეს ტყუილები, არგუმენტები არ აქვთ და მიზანმიმართულად ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას

9-04-2024

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.


ოხანაშვილი აზიარებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გასული ერთ-ერთი რესპოდენტის, საბა ბრაჭულის კომენტარს, რომელიც “გამჭვირვალობის კანონზე” საუბრისას აცხადებს, რომ : “საფრანგეთში პირდაპირ არის ჩამოთვლილი რომელი ქვეყნების საწინააღმდეგოდ იღებენ ამ კანონს: ეს არის რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი და ირანი” , რაც სიცრუეა.


სინამდვილეში, “N269 საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს საფრანგეთის საქმეებში უცხოური ჩარევის პრევენციას” ტერმინ “უცხოურ ხელისუფლებაში” აქცევს- აშშ-ს, კანადას, დიდ ბრიტანეთს, ნორვეგიას, შვეიცარიას, ისლანდიას, ლიხტენშტაინს, უკრაინას, მოლდოვას, ავსტრალიასა და ნებისმიერ სხვა ქვეყანას, რომელიც ევროკავშირის წევრი არ არის.


როგორც ოხანაშვილი აღნიშნავს, ყველა ასეთ სიცრუეს აუცილებლად ამხელენ.


“ახალგაზრდა კაცი გამოიყვანეს მდიდარმა NGO-ებმა და ალაპარაკეს ტყუილები!


არგუმენტები არ აქვთ და მიზანმიმართულად ცდილობენ ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.


ეს აღარ გამოუვათ, ყველა ასეთ სიცრუეს აუცილებლად ვამხელთ!”- წერს ანრი ოხანაშვილი.