გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ჯაბა სამუშიამ კანზას სითის მისურის უნივერსიტეტთან (აშშ) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი

10-04-2024

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ კანზას სითის მისურის უნივერსიტეტთან (აშშ) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.


მათივე ცნობით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კანზას სითის მისურის უნივერსიტეტს (აშშ) შორის გაფორმებული მემორანდუმი საგანმანათლებლო და კვლევით თანამშრომლობას ითვალისწინებს. თანამშრომლობის ფარგლებში, მისურის უნივერსიტეტში თსუ-ს სტუდენტებისთვის გამოყენებული იქნება სწავლების საფასურისა და სხვა მოსაკრებლების სპეციალური განაკვეთები და სტუდენტთა მიღების წინაპირობების საგამონაკლისო წესი.


თსუ-ს ცნობით, მემორანდუმის ხელმოწერის ღონისძიებას კანზას სითის მისურის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი თომას ნანი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ერეკლე ასტახიშვილი, იურიდიული ფაკულტეტის დეკანი თამარ ზარანდია, იურიდიული ფაკულტეტის და ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სტუდენტები ესწრებოდნენ.


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ კანზას სითის მისურის უნივერსიტეტის წარმომადგენელს თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნო. მისი თქმით, თსუ-ის სამართლის სკოლას დიდი ტრადიცია აქვს. ფაკულტეტი თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან, აქვს ორმაგი ხარისხის პროგრამები სხვადასხვა უნივერსიტეტთან და კანზას სითის მისურის უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმი იქნება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით.


„საერთაშორისო სტუდენტების კონტინგენტის გაზრდა ჩვენი უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია, ჩვენ უკვე გვყავდა ძალიან კარგი ქართველი სტუდენტები და გვინდა, კიდე უფრო მეტი ასეთი სტუდენტი მივიღოთ“,- განაცხადა კანზას სითის მისურის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორმა თომას ნანიმ.

თსუ-ს ცნობით, მემორანდუმი ითვალისწინებს ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელებას სწავლების სხვადასხვა საფეხურზე; სასერტიფიკატო პროგრამების დაგეგმვას და განხორციელებას; ლექციებში, კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში მეცნიერი თანამშრომლების და კურსდამთავრებულების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლას; ასევე, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისა და მეცნიერი თანამშრომლების გაცვლას სასწავლო და კვლევითი მიზნით;


პარტნიორი უნივერსიტეტის მხრიდან მემორანდუმს ხელს მოაწერს კანზას სითის მისურის უნივერსიტეტის პროვოსტი და აღმასრულებელი ვიცეკანცლერი ჯენიფერ დ. ლანდგრენი.