გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ზურაბ ქადაგიძე: პრივილეგირებული ენჯეოები საქართველოში კლავენ სამოქალაქო სექტორს - სამოქალაქო სექტორის გადასარჩენად გამჭვირვალობის კანონი სასწრაფოდ მისაღებია

10-04-2024

„ნებისმიერ აქტორს, რომელსაც პრეტენზია აქვს, საზოგადოებაში რაიმეს წარმოადგენდეს, უნდა გააჩნდეს ლეგიტიმაცია და გამოირჩეოდეს საზოგადოების მხრიდან ნდობით,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა ზურაბ ქადაგიძემ.

 

მისივე თქმით, რეპუტაცია დაკარგული სამოქალაქო სექტორის გადასარჩენად სასწრაფოდ მისაღებია გამჭვირვალობის შესახებ კანონი.

 

„გვეუბნებიან, რომ თურმე უცხოელმა აქტორმა უნდა შეგვიფასონ ქართველი მოსამართლეები და ეს მოსამართლეებმა ჩვეულებრივ ამბად უნდა მიიღონ. წარმოიდგინეთ, რა დონის უთავმოყვარეობასთან გვაქვს საქმე. სწორედ ეს არის 21-ე საუკუნის მონური ფსიქოლოგია, აბა მათრახით კი არ დაადგებათ თავზე არავინ.

 

ნებისმიერ აქტორს, რომელსაც პრეტენზია აქვს, საზოგადოებაში რაიმეს წარმოადგენდეს, უნდა გააჩნდეს ლეგიტიმაცია და გამოირჩეოდეს საზოგადოების მხრიდან ნდობით.

 

მე ხელთ მაქვს ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნა, სადაც შარშანდელთან შედარებით 50 პუნქტით არის გაუარესებული ქართული არასამთავრობო სექტორის პოზიცია. ანუ, არა რეპუტაცია, არა ავტორიტეტი - გარედან მოსული თანხებით ნაყიდი საინფორმაციო პლატფორმები, სადაც ამ ადამიანებს უბრალოდ აპიარებენ და ისიც იმიტომ, რომ გარე აქტორმა გადაწყვიტა, ეს არის ახლა ავტორიტეტი საზოგადოებაშიო.

 

პრივილეგირებული ენჯეოები საქართველოში კლავენ სამოქალაქო სექტორს - სამოქალაქო სექტორის გადასარჩენად გამჭვირვალობის კანონი სასწრაფოდ მისაღებია,“ - განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.