გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

არჩილ თალაკვაძე: სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას გააერთიანებს

7-10-2018

საქართველოს დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი რეგიონებში მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, სალომე ზურაბიშვილი კახეთის რეგიონში- ახმეტაში, თელავსა და ლაგოდეხში მცხოვრებ მოსახლეობას ხვდება.


წინასაარჩევნო შეხვედრის ფარგლებში მოსახლეობას საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, არჩილ თალაკვაძემ მიმართა.


„2012 წლის შემდეგ, დღემდე, ჩვენ ერთად შევცვალეთ ბევრი რამ ამ ქვეყანაში. სწორედ თქვენი მხარდაჭერით, თქვენი დამსახურებით სახელმწიფო ხელისუფლება დაუბრუნდა უბრალო ადამიანებს, დაგიბრუნდათ თქვენ. დღეს, ხელისუფლება არის კიდევ უფრო მეტად ორიენტირებული ადამიანზე. სწორედ თქვენ, თქვენნაირმა ადამიანებმა შეცვალეს მიდგომები ჯანდაცვის სისტემაში, მედიაში.ასევე, შეცვალეს დემოკრატიის და თავისუფლების ხარისხი. დღეს, ზუსტად არის დრო, როდესაც სწორედ თქვენი გადაწყვეტილებით ჩვენმა ქვეყანამ შეიძლება კიდევ ერთი ახალი ნაბიჯი გადადგას მომავლისკენ. გადადგას კიდევ ერთი ახალი ნაბიჯი უფრო მშვიდი, უფრო ევროპული სახელმწიფოსკენ. აირჩიოს ისეთი პრეზიდენტი, რომელიც საზოგადოებას გააერთიანებს, აირჩიოს ისეთი პრეზიდენტი, რომელიც მაგიდასთან მოიწვევს ყველა მხარეს, მოიწვევს პოლიტიკურ პარტიებს , მოგისმენთ თქვენ და მიიღებს გადაწყვეტილებებს. ამაზე ისაუბრებს პარლამენტთან , მთავრობასთან. მე გარწმუნებთ, რომ ყველა კანდიდატს შორის ასეთი ადამიანი არის სალომე ზურაბიშვილი“-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.