გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

არჩილ თალაკვაძე: ჩვენი კანონპროექტი ნებისმიერი გარე ჩარევის, მათ შორის, რუსეთის ჩარევის პრევენციაში გვეხმარება - დავხურეთ ეს თემა

11-04-2024

„ჩვენი კანონპროექტი, ნებისმიერი გარე ჩარევის, მათ შორის რუსეთის შესაძლო გარე ჩარევის პრევენციაში გვეხმარება“ - ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ "ღამის კურიერის" ეთერში გააკეთა.


"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით, არჩილ თალაკვაძე ოპონენტებს მოუწოდებს, დაასახელონ ერთი პუნქტი მაინც, სადაც ქართული კანონპროექტი იმეორებს რუსულს.


"ევრობარომეტრის ანგარიშის მიხედვით, ევროკავშირში 10-დან 8 მოქალაქე ფიქრობს და გამოხატავს წუხილს, რომ უცხოური გავლენა მათ ქვეყნებში და ევროკავშირში არის პრობლემა და ეს საფრთხეს უქმნის დემოკრატიას. როდესაც ევროკავშირის 10-დან 8 მოქალაქე ამბობს, რომ უცხოური გავლენა და ჩარევა მათ დემოკრატიაში არის პრობლემა და ხელმძღვანელობას მოუწოდებენ, რომ იმოქმედონ, ეს რას ნიშნავს? ჩვენი ოპონენტები ვისი სახელით გველაპარაკებიან?

ჩვენი კანონპროექტი, ნებისმიერი გარე ჩარევის, მათ შორის რუსეთის შესაძლო გარე ჩარევის პრევენციაში გვეხმარება, დავხურეთ ეს თემა.


რეალურად, ევროდირექტივა ამბობს, რომ ევროკავშირის მასშტაბით, დანარჩენმა ქვეყნებმაც უნდა მიიღონ ეს კანონმდებლობა და ამბობს, რომ თვითონ უნდა დაარეგულირონ, რა მექანიზმები სჭირდებათ, რომ გარე ჩარევისგან დაიცვან თავისი საზოგადოება და დემოკრატია.


ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, ავსტრალია, მოლდოვა, უკრაინა - ამ ქვეყნებსაც ეხება ის კანონმდებლობა, რომელიც ევროკავშირში აქვთ მიღებული. ჩვენი ოპონენტები რომ ამბობენ, იქ რუსეთია ჩაწერილიო, მხოლოდ რუსეთი კი არ არის ჩაწერილი, ევროკავშირის წევრების გარდა, ყველას ეხება ის კანონმდებლობა, ისევე, როგორც ჩვენ შემთხვევაში. ამიტომ ვამბობთ, გვითხრათ ერთი პუნქტი, სადაც ქართული კანონპროექტი იმეორებს რუსულს. ქართლი კანონმდებლობა ეხება ყველას, ვინც შეიძლება პოტენციურად ჩარევა მოახდინოს საქართველოს დემოკრატიაში" - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.