გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ეკა სეფაშვილი: დიდი მადლობა ამერიკას დახმარებისთვის, მაგრამ ვალში არც საქართველოა, თან ამ დახმარების დიდი ნაწილი სააკაშვილის რეჟიმის შენარჩუნებას მოხმარდა 2008 წლის ომის შემდეგ

11-04-2024

„დიდი მადლობა ამერიკას დახმარებისთვის, მაგრამ ვალში არც საქართველოა. ისეთმა პატარა ქვეყანამ, როგორიც საქართველოა, ყველაზე დიდი დახმარება გააგზავნა ავღანეთში, ერაყში, სხვადასხვა ცხელ წერტილებში და გლობალური უსაფრთხოებისთვის, საქართველომ სხვების მხარდამხარ იბრძოლა - ასე რომ, ჩვენ არავის დასამადლებელი არაფერი გვჭირს", - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის" საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა. 

 

როგორც სეფაშვილმა აღნიშნა, აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გაწეული ფინანსური დახმარებიდან, დიდი ნაწილი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის შენარჩუნებას მოხმარდა. 

 

„ძალიან დიდი მადლობა ამერიკას დახმარებისთვის, მაგრამ ვალში არც საქართველოა. ისეთმა პატარა ქვეყანამ, როგორიც საქართველოა (4 მილიონამდეც არ ვართ), ყველაზე დიდი დახმარება გაგზავნა ავღანეთში, ერაყში, სხვადასხვა ცხელ წერტილებში და გლობალური უსაფრთხოებისთვის, საქართველომ სხვების მხარდამხარ იბრძოლა და თავი არ დაუზოგავს. ჩვენი ახალგაზრდები შეეწირნენ გლობალური უსაფრთხოებისა და მშვიდობისათვის ბრძოლას. ზოგი ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით ჩამოვიდა. ასე რომ, ჩვენ არავის დასამადლებელი არაფერი გვჭირს. 


ჩვენ რომ გვითვლის ამ მილიონებს, ამ მილიონებიდან თუ მილიარდებიდან ძალიან დიდი ნაწილი მიშა სააკაშვილის რეჟიმის შენარჩუნებას მოხმარდა, 2008 წლის ომის შემდეგ. ძალიან დიდი ნაწილი მიდის იმ „ენჯეოების" დახმარებასა და დაფინანსებაზე, რომლებიც პირდაპირ მავნებლობას ეწევიან საქართველოს წინააღმდეგ. 


სწორედ ამას ვთხოვთ: ჯერ ერთი, ნუ გვითვლის ამ დახმარებას, რადგან ჩვენ ვალში არანაირად არ ვართ. ჩვენს მიერ ავღანეთში გაწეული დახმარება, დაახლოებით, 2.5 მილიარდი დოლარი დაუჯდებოდა ამერიკას, თვითონ რომ გაეწია ის ხარჯი, რაც ჩვენ გავწიეთ ავღანეთში ჩვენი მისიით. 


წინა ელჩის დროსაც გვქონდა ეს მოწოდება და ახლაც მოვუწოდებთ - რას გვაყვედრიან?! გვითხრან პირდაპირ, რაში დახარჯეს, ვის მისცეს, რამდენი მისცეს და ა.შ. ღიაობა და დიალოგი არის ყველა პოლიტიკური დავის გადაწყვეტის მექანიზმი", - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.