გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დავით ქართველიშვილი „გორბის" კვლევაზე: აი „საკონტროლო გასროლაც" - პარტიული რეიტინგები, სადაც სანუკვარი „საბარიერო ღობიდან", მხოლოდ ერთს უჩანს თავი და ისიც იმისთვის, რომ საპარლამენტო სასამართლოზე გამოცხადდეს

11-04-2024

„აი „საკონტროლო გასროლაც" - პარტიული რეიტინგები, სადაც სანუკვარი „საბარიერო ღობიდან", მხოლოდ ერთს უჩანს თავი და ისიც იმისთვის, რომ საპარლამენტო სასამართლოზე გამოცხადდეს," - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებას - „გორბის" კვლევამ შოკში და ისტერიკაში ჩააგდო ოპონენტები." 
 
ქართველიშვილის თქმით, ხელისუფლება მაღალ ხეზეა ამძვრალი და ღობის ძირში მიმდინარე ფუსფუსს და აურზაურს აუღელვებლად აკვირდება. 
 
„არა ნუ, შოკიც არის და შოკიც. ჯერ იყო და „ნაცმოძრაობის პოლიტიკური გასამართლება დავაანონსეთ, მერე სასამართლო სისტემიდან იმპორტული მმართველობის მცდელობა „დავაპაშოლეთ", ცესკო-ში ვაკჰანალიის გაგრძელებას დავუსვით წერტილი, ლგბტ-პროპაგანდას ბრძოლა გამოვუცხადეთ, ქვეყანაში შავი ფულის შემოდინების პრაქტიკის შეჩერების და პატიოსანი NGO სექტორის წარმოჩენის საკანონმდებლო ჩარჩოში მოქცევას მივეცით ბიძგი. და აი „საკონტროლო გასროლაც" - პარტიული რეიტინგები, სადაც სანუკვარი „საბარიერო ღობიდან", მხოლოდ ერთს უჩანს თავი და ისიც იმისთვის, რომ საპარლამენტო სასამართლოზე გამოცხადდეს. ხოლო ხელისუფლება მაღალ ხეზეა ამძვრალი და ღობის ძირში მიმდინარე ფუსფუსს და აურზაურს აუღელვებლად აკვირდება", - წერს ქართველიშვილი.