გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

მშობლებო, აღზარდეთ ყრმები დედა ეკლესიის წიაღში

6-12-2017

მიმდინარე მტკივნეულ მოვლენებთან დაკავშირებით მოძღვარს ვთხოვეთ, რჩევა-დარიგება მოეცა, როგორ გავზარდოთ შვილები ამ აგრესიულ გარემოში. 
გვესაუბრება კევლიანის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სავანის იღუმენი ნიკოლოზი (ცაბაძე):
წმინდა ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი) ბრძანებს: "ვარსკვლავები მოძრაობენ, მხეცები ცოცხლობენ, სტიქიები ღვთის მიერ დადგენილ წესებს ექვემდებარებიან. მხოლოდ ადამიანი, ყველაზე გონიერი ქმნილება, ხშირად უგუნურად იქცევა. დაუტევებს უფლის მიერ დადგენილ გზას, საკუთარი ზმანებების ტყვე ხდება და თავისთვის განვითარების ახალ ტრაექტორიებს იგონებს. ბავშვები, უგულებელყოფენ რა უხუცესებს, შესაძლოა ბელადებად მოგვევლინონ, ქალებმა მამაკაცების წილ მოიპოვონ ძალაუფლება, მაგრამ როდესაც ბავშვები წარმართავენ საქმეს, ძალადობა მეფობს." ყოველ მოქმედებას აქვს თავისი გამოვლინება სიყვარულს გასცემ სიყვარული გიბრუნდება, ვინმეს სიკეთეს გაუკეთებ სიკეთითვე მოგეგება, თუმცაღა ყოველ ღვთის სათნო ჩვევას შეძენა სჭირდება და სწავლება. რაშიც ძალიან დიდი როლი უკავია მცირე ასაკიდან ბავშვის აღზრდას. 


მაშასადამე, მშობლებზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული თუ როგორ და რა პრინციპებზე აღზრდიან შვილებს, რამდენად ეცდებიან ბავშვს სიყრმიდანვე ჩაუნერგონ მოყვასის სიყვარული, პატივისცემა, თანასწორობა. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ამას ჩვენი ძალებით მარტო ვერ შევძლებთ, რადგან დედა ეკლესიის გარეშე ჩვენც უძლურნი ვართ სულ მცირედის წინაშეც კი, მაშასადამე ქრისტიანულ პრინციპებზე აღზრდილი ყრმა მოზარდობაშიც და შემდეგაც როცა ჩამოყალიბდება ზრდასრულ ადამიანად, ის შეიძენს თვისებებს, რომელიც ქრისტეს მცნებაზე იქნება დამყარებული. პირველ რიგში მას ექნება სიყვარული ღმერთის, მშობლების, მოყვასის, სამშობლოს და სრულიად სამყაროსი. დღევანდელი განვითარებული მოვლენები რაც ჩვენს ქვეყანაში და სრულიად მსოფლიოში ხდება ცხადყოფს იმას, რომ ადამიანმა სიყვარული დაკარგა. 

თუ ქრისტე არ შეეხება ჩვენს გულს რა მოალბობს მას? წმინდა თეოფანე დაყუდებული ბრძანებს, რომ " უფლისადმი მორჩილება, მისდამი სრული ერთგულება და სასოება, ხალხისადმი სამართლიანი დამოკიდებულება, რომლისთვისაც უცხოა ყოველგვარი მიმთვისებლობა და ძალადობა, – აი, ღვთისთვის სათნო თვისებები. ღმერთი არასოდეს დაუტევებს ამგვარად განწყობილ ხალხს." მშობლებო, აღზარდეთ ყრმები დედა ეკლესიის წიაღში, რადგან შემდგომში თქვენვე გაიხაროთ თქვენი შვილების კეთილდღეობით. ჩვენ, ბერმონაზვნები კი შევეცდებით ჩვენი მდაბალი ლოცვით შეგეწიოთ და შეგიმსუბუქოთ ესოდენ დიდი შრომა. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. უფალმა მშვიდობა და სიხარული ნუ მოაკლოს თქვენს სულებს.


წყარო: ჟურნალი "კარიბჭე"