გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

რამაზ იოსელიანი "გამჭვირვალობის კანონზე": დადებითი პოზიცია მაქვს, სამხატვრო ხელმძღვანელი რომ ვიყავი, ვალდებული ვიყავი, ჩამებარებინა აბსოლუტურად ყველა ჩემი ხარჯი და ენჯეოებს რომ ჰკითხოთ, მოგცემენ ხარჯებს, საიდან აქვთ ფული ან რაში იხარჯება?

11-04-2024

მსახიობი რამაზ იოსელიანი აცხადებს, რომ არასამთავრობო სექტორის ხარჯები გამჭვირვალე უნდა იყოს და საზოგადოებას სრული ინფორმაცია უნდა ჰქონდეს, რაში იხარჯება გრანტები. 

 

მისი თქმით, მიუღებელია, კანონი მხოლოდ არასამთავრობო სექტორს არ ავალდებულებდეს ხარჯების წარმოდგენას, შესაბამისად, მმართველი გუნდის მიერ ინიციირებულ "გამჭვირვალობის კანონპროექტს" ემხრობა. 

 

"მე დადებითი პოზიცია მაქვს. ხომ უნდა კონტროლდებოდეს, ამდენ ხანს შეიძლება ასეთი განუკითხაობა? ამ ენჯეოებმა გაგვიმწარეს ცხოვრება, შეიძლება ასე? მე რომ ვიყავი სამხატვრო ხელმძღვანელი, მოდიოდნენ ყოველ კვირას და მეუბნებოდნენ, წარმოგვიდგინეთ საბუთები, სად რა დახარჯეთ. მე ვალდებული ვიყავი, 10 დღეში მათთვის ჩამებარებინა აბსოლუტურად ყველაფერი, ჩემი ხარჯები და მათ რომ ჰკითხოთ და მოითხოვოთ, მოგცემენ ხარჯებს, საიდან აქვთ ფული, ან ვინ აძლევს ან რაში იხარჯება? ჩემთვის კანონია და მაგათთვის კანონი არ არის?" - განაცხადა რამაზ იოსელიანმა.