გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ნინო ფოჩხუა ლაშა ბუღაძეზე: ეს ვითომ მწერალი მართლა როგორ ბედავს ასე მიმართოს ხელისუფლების წარმომადგენელს, თუ გინდ ჩვეულებრივ მოქალაქეს, მაგრამ ისეთი ზიზღი აქვს საკუთარი მოქალაქეების, ვეღარ აკონტროლებს სიტყვებს

11-04-2024

„რა თქვა მდინარაძემ ასეთი, თან წინასწარ ბოდიში რომ მოიხადა მოყვანილი მაგალითის დრამატიზირებასა და უტრირებისთვის. ასე რატომ გადაირია ეს ცოტა-კაცი, იმიტომ ხომ არა, რომ გუშინ "გორბის" კვლევა გამოქვეყნდა, იმიტომ ხომ არა, რომ "გამჭვირვალეობის კანონი" დღეს თუ არა ხვალ ამოქმედდება, იმიტომ ხომ არა, რომ ფინანსები მოაკლდება და ა.შ” - ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა, ლაშა ბუღაძის "ფეისბუქ-სტატუსს". 

 

ფოჩხუას თქმით, ლაშა ბუღაძეს ისეთი ზიზღი აქვს საკუთარი მოქალაქეების, რომ ვეღარ აკონტროლებს სიტყვებს და უშვერი სიტყვებით მოიხსენიებს ხელისუფლების წარმომადგენელს. 

 

„ეს ვითომ მწერალი მართლა როგორ ბედავს ასე მიმართოს ხელისუფლების წარმომადგენელს, თუ გინდ ჩვეულებრივ მოქალაქეს, მაგრამ ისეთი ზიზღი აქვს საკუთარი მოქალაქეების, ვეღარ აკონტროლებს სიტყვებს.


რა თქვა მდინარაძემ ასეთი, თან წინასწარ ბოდიში რომ მოიხადა მოყვანილი მაგალითის დრამატიზირებასა და უტრირებისთვის. ასე რატომ გადაირია ეს ცოტა-კაცი, იმიტომ ხომ არა, რომ გუშინ "გორბის" კვლევა გამოქვეყნდა, იმიტომ ხომ არა, რომ "გამჭვირვალეობის კანონი" დღეს თუ არა ხვალ ამოქმედდება, იმიტომ ხომ არა, რომ ფინანსები მოაკლდება და ა.შ.


უნიჭო მამის შვილი ბიძინა ივანიშვილს კი არ უნდა ეძახდეს სუსლოვის იდეოლოგიურ შვილს, მამა-გია გაიხსენოს სუსლოვებთან და ანდროპოვებთან იდეოლოგიაში, განსაკუთრებით მაშინ, როცა იგი ლენინის პორტრეტებს ხატავდა", - წერს ფოჩხუა სოციალურ ქსელში.