გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი ჩიქოვანი: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმყოფება ბერლინში, როგორც ევროკავშირის კანდიდატი სახელმწიფოს პრემიერი

11-04-2024

იწყება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი ბერლინში, რომლის ფარგლებში უმაღლესი დონის შეხვედრები ჩატარდება, -  ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა ბერლინში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს უკვე საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმყოფება ბერლინში, როგორც ევროკავშირის კანდიდატი სახელმწიფოს პრემიერი.

„ჩვენ ძალიან ბევრი რეფორმა გავატარეთ და შევასრულეთ რამდენიმე თვის და წლის განმავლობაში, თუმცა ყველანი კარგად ვხვდებით, რომ რეფორმები კვლავაც გაგრძელდება და საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო", -  განაცხადა ვიცე-პრემიერმა.