გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დავით ქართველიშვილი: ამ ეტაპზე, ვერანაირ საჭიროებას ვერ ვხედავ, მაგრამ საზოგადოების უმრავლესობა შარშანდელივით ტელევიზორთან და კლავიატურასთან დარჩენას აღარ აპირებს, ლუციფერი და მისი ლეგიონი კვლავ წითელი ხაზების გადაკვეთას თუ დააპირებს

11-04-2024

„დღეში ასი პეტიცია რომ გამოაცხოთ და ათასი შარშანდელი ფოტო გამოფინოთ - 12%-იანი შემართებით 60%-იან ძალას, ხალხის ძალას, ვერაფერს დააკლებთ," - მიმართავს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი რადიკალურ ოპოზიციას და ურჩევს ვითარების ხელოვნურად დაძაბვისაგან თავი შეიკავონ.

 

ქართველიშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ოპოზიციის მხრიდან ხდება ახალგაზრდების მობილიზება.

 

„განვმეორდები. ოქროს ხანის ბრაზილიის ნაკრებს ჰქონდა გენიალური მიმართვა მოწინააღმდეგისადმი: „თქვენ შეგიძლიათ გაგვიტანოთ, რამდენსაც შეძლებთ. ჩვენ კი, გაგიტანთ იმდენს, რამდენიც საჭიროა გამარჯვებისთვის". დღეში ასი პეტიცია რომ გამოაცხოთ და ათასი შარშანდელი ფოტო გამოფინოთ - 12%-იანი შემართებით 60%-იან ძალას, ხალხის ძალას, ვერაფერს დააკლებთ. ვერც თსუ-დან „გულანთებული ბავშვების" გამოყვანით შეგვაშინებთ. ჩვენ გვახსოვს ამ „ბავშვებს" რა როლი მიუჩინეს აქციებში, USAID-ის მიერ ჩამოყვანილმა სერბმა პოლიტ-ტერორისტებმა. ამ ეტაპზე, ვერანაირ საჭიროებას ვერ ვხედავ, მაგრამ საზოგადოების უმრავლესობა შარშანდელივით ტელევიზორთან და კლავიატურასთან დარჩენას აღარ აპირებს, ლუციფერი და მისმა ლეგიონი კვლავ წითელი ხაზების გადაკვეთას თუ დააპირებს," - წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.