გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გია აბაშიძე ლაზარე გრიგორიადისზე: გაბედავს დე ფაქტო პრეზიდენტი ზურაბიშვილი მის შეწყალებას? თუ კი, კიდევ უფრო ღრმად გაითხრის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სამარეს

12-04-2024

„გაბედავს დე ფაქტო პრეზიდენტი, მადამ არაადეკვატური სალომე ზურაბიშვილი მის შეწყალებას? თუ კი, კიდევ უფრო ღრმად გაითხრის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სამარეს, სადაც თავად უკვე დაიმკვიდრა ადგილი.“- წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე 7-9 მარტს გამართულ აქციებზე პოლიციელებზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისის შესახებ, რომელსაც სასამართლომ ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.


როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, დამნაშავეთა ადგილი ციხეშია და არა სამარცხვინო ვითომ ჰეროიზაციის სიბრტყეში!


ფსევდოგმირსა და ვითომ რუსებთან "მებრძოლს", სინამდვილეში კი პოლიციელებზე თავდამსხმელ ლაზარე გრიგორიადისს ცხრაწლიანი ციხე.


შარშან, რამდენიმე ნაცნობს სოციალურად დავემშვიდობე, ვინც ამ კრიმინალს "თავისუფლებისთვის მებრძოლ გმირად" მოიხსენიებდა.


გაბედავს დე ფაქტო პრეზიდენტი, მადამ არაადეკვატური სალომე ზურაბიშვილი მის შეწყალებას? თუ კი, კიდევ უფრო ღრმად გაითხრის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სამარეს, სადაც თავად უკვე დაიმკვიდრა ადგილი.


დამნაშავეთა ადგილი ციხეშია და არა სამარცხვინო ვითომ ჰეროიზაციის სიბრტყეში!“-წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.