გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

კასპში უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა

12-04-2024

"დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგის“ სახელმწიფო პროგრამის „კიბოს სკრინინგის“ კომპონენტის ფარგლებში, კასპის მუნიციპალიტეტში უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა.
სოფელ ქვემო ჭალის ადმინისტრაციული ერთეულში შემავალი სოფლების მოსახლეობისათვის აქცია ქვემო ჭალის სასოფლო ამბულატორიაში ჩატარდა. შპს. ნიქოზის სამედიცინო ცენტრის მამომობილში ჯამში, 50 პაციენტმა მიიღო სამედიცინო მომსახურება.
აქციის მიმდინარეობას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე, კასპისა და გორის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი სოსიაშვილი, კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, და კასპის საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი გაეცნენ.
ხელისუფლების წარმომადგენლები სამედიცინო პერსონალსა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.
სამედიცინო აქცია მუნიციპალიტეტის 7 ადმინისტრაციულ ერთეულის სოფლებში გაიმართება (15 აპრილი კავთისხევი, 18 აპრილი იგოეთი, 19 აპრილი ახალქალაქი, 23 აპრილი დოესი, 26 აპრილი ხოვლე).