გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ოლაფ შოლცი ირაკლი კობახიძეს: გვიხარია, რომ არსებობს დიდი ინტერესი გერმანული ენის მიმართ, თქვენ თვითონ ძალიან კარგი მაგალითი ბრძანდებით, დისერტაცია დაიცავით დუსელდორფში და შესანიშნავად ფლობთ გერმანულ ენას

12-04-2024

გვიხარია, რომ არსებობს დიდი ინტერესი გერმანული ენის და აკადემიური გაცვლის მიმართ. თქვენ თვითონ ძალიან კარგი მაგალითი ბრძანდებით. თქვენ დისერტაცია დაიცავით დუსელდორფში და შესანიშნავად ფლობთ გერმანულ ენას. - ამის შესახებ გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


მისი თქმით, საქართველო და გერმანია მჭიდრო პარტნიორები არიან.


„ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ არსებობს დიდი ინტერესი გერმანული ენის და აკადემიური გაცვლის მიმართ. თქვენ თვითონ ძალიან კარგი მაგალითი ბრძანდებით. თქვენ დისერტაცია დაიცავით დუსელდორფში და შესანიშნავად ფლობთ გერმანულ ენას. გერმანია საქართველოს 1992 წლიდან უჭერს მხარს ტრანსფორმაციაში, სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში, სამართლებრივი სახელმწიფოს აშენების გზაზე და ჩვენ ძალიან მჭიდრო პარტნიორები ვართ განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის ფარგლებში და ძალიან გვახარებს მომავალი თანამშრომლობა", - განაცხადა ოლაფ შოლცმა.