გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გურამ მაჭარაშვილი: როცა ამერიკის ელჩი ამბობს, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი მხოლოდ რუსეთმა მოიწონა და ახლა ქართველმა ხალხმა თავად გადაწყვიტოს კანონი რუსულია თუ არა, ეს ნიშნავს, რომ კანონთან დაკავშირებით სხვა არგუმენტები არ აქვს

12-04-2024

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ამერიკის ელჩის კომენტარის - გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი ამერიკული კანონის ანალოგი არ არის იმიტომ, რომ მძიმე მუხლებს არ შეიცავს - პასუხად აპირებს კანონში ცვლილებების შეტანის და დამძიმების ინიციირებით გამოვიდეს.


მისივე თქმით, თუ პრობლემა მხოლოდ ის არის, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი არ შეიცავს მძიმე მუხლებს, ეს გამოსწორებადია და კანონს დაემატება ისეთი მუხლი, რომელიც სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გულისხმობს.


„როცა ამერიკის ელჩი ამბობს, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი მხოლოდ რუსეთმა მოიწონა და ახლა ქართველმა ხალხმა თავად გადაწყვიტოს კანონი რუსულია თუ არა, ეს ნიშნავს, რომ ელჩს კანონთან დაკავშირებით სხვა არგუმენტები არ აქვს. გამოდის, რომ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი იმ დონეზე დაეცა, რომ მთავარია ამერიკისა და ევროკავშირის ელჩების მოწონება - არ მოწონება და დანარჩენ შინაარს მნიშვნელობა არ აქვს. არ მესმის, რად გვინდა მაშინ პარლამენტი და 150 დეპუტატი? ვაკეთოთ ის, რასაც ელჩები გვეტყვიან.


ამერიკის ელჩი ამბობს, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი ამერიკული კანონის ანალოგი არ არის, რადგან ამერიკული კანონი ბევრად მძიმეაო. კი ბატონო, თუ მხოლოდ ეს არის პრობლემა, მე თავად ვიქნები ინიციატორი, რომ კანონპროექტში შევიდეს ცვლილებები და მძიმე მუხლები დაემატოს - კანონი შეეხოს ფიზიკურ პირებს, ჩაემატოს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ნაწილი და სხვა,“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.