გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ირაკლი კობახიძე: ევროპული ინტეგრაციის გზაზე გერმანიის მხარდაჭერას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა

12-04-2024

90-იანი წლებიდან გერმანიის მხარდაჭერა ასრულებს განსაკუთრებულ როლს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში და ჩვენ მადლიერები ვართ ამ მხარდაჭერისათვის. რა თქმა უნდა, ევროპული ინტეგრაციის გზაზეც გერმანიის მხარდაჭერას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა და მე კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით გადავუხადო მადლობა ჩვენს გერმანელ მეგობრებს და პირადად ბატონ კანცლერს. ამ გადაწყვეტილების მიღების დროს, მისი პოზიტიურად ჩამოყალიბების თვალსაზრისით, ვიცით, რომ გერმანიის პოზიციამ შეასრულა უმნიშვნელოვანესი როლი - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გერმანიის ფედერალურ კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.


მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოსა და გერმანიას შორის ყველა სფეროში გაგრძელდება.


„გვაქვს დიდი იმედი, რომ გაგრძელდება მჭიდრო თანამშრომლობა ყველა კუთხით საქართველოსა და გერმანიას შორის, როგორც ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის კუთხით, ისე ორმხრივი ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით. დღეს გვქონდა საუბარი ჩვენი თანამშრომლობის ყველა სფეროზე პოლიტიკურ, ეკონომიკურ, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობაზე. ჩვენთვის თანამშრომლობის აბსოლუტურად ყველა განზომილება არის მნიშვნელოვანი და გვაქვს იმედი, დარწმუნებულებიც ვართ, რომ მჭიდრო თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება,"- აღნიშნა პრემიერმა.