გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

აჭარის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები “მაჭახლობის“ დღესასწაულს დაესწრნენ

8-10-2018

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, უმაღლესი საბჭოს წევრი პეტრე ზამბახიძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან თორნიკე რიჟვაძესთან, რეგიონის მთავრობის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, “მაჭახლობის“ დღესასწაულს დაესწრნენ. სახალხო ზეიმი ამჯერადაც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სინდიეთში გაიმართა.


აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით, დღესასწაული ისტორიული ხეობის სტუმრებსა და ადგილობრივებს აჭარის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა და მოწვეულმა სტუმრებმა მიულოცეს.


სახალხო ზეიმზე, რომელსაც 12 წლის წინ ჩაეყარა საფუძველი, ხეობის “საპატიო სტუმრებად“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სულხან ღლონტი, თურქეთის შოთა რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტი სალომე ბარამიძე და ვიცე-პრეზიდენტი ორჰან ბერიძე დასახელდნენ.


ღონისძიება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. მოეწყო ხელნაკეთი ნივთების, ხეობისათვის დამახასიათებელი ტრადიციული კერძების გამოფენა და სპორტული შეჯიბრებები.


ipn.ge