გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ოლაფ შოლცი ევროპარლამენტში გამჭვირვალობის შესახებ ინიციირებულ დირექტივაზე: არსებობს დისკუსია იმის შესახებ, დამყარდეს გამჭვირვალობა სხვადასხვა სფეროში და დიდი ალბათობით, კანონი არც იქნება გადაწყვეტილი

12-04-2024

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა, რომ ევროკავშირში მსგავსი კანონმდებლობა არ არის, არსებობს დისკუსია გამჭვირვალობის შესახებ, თუმცა, დიდი ალბათობით, დადებითად არ გადაწყდება.


ასევე ცნობილია, რომ 9 აპრილს, ევროკავშირის პარტიებმა და ევროკომისიამ ხელი მოაწერეს კამპანიის წესებს საგარეო ჩარევისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ, რის შესახებაც გამოცემა "Euractiv" წერდა.


"ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა, არსებობს დისკუსია იმის შესახებ, დამყარდეს გამჭვირვალობა სხვადასხვა სფეროში, მაგრამ ეს სრულიად სხვა კონცეფციაა და ჯერ არც არის გადაწყვეტილი და დიდი ალბათობით, არც იქნება გადაწყვეტილი" - განაცხადა ოლაფ შოლცმა.