გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი კობახიძე: „გამჭვირვალობის კანონი“ სრულად შეესაბამება სამართლებრივ პრინციპებს

12-04-2024

„გამჭვირვალობის კანონი" სრულად შეესაბამება სამართლიანობის პრინციპებს, სამართლებრივ პრინციპებს ჩვენ გახსნილი და მზად ვართ, დისკუსია წარვმართოთ ევროპელ, ამერიკელ თუ ადგილობრივ, ქართველ პარტნიორებთან ერთად, ჩვენი მიდგომა, პოზიციები ძალიან მყარია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ერთადერთი, რასაც „გამჭვირვალობის კანონპროექტი" ითვალისწინებს, არის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შესაბამისი მედიაორგანზიაციების ფინანსების ყოველწლიური გასაჯაროება.


„ვერავინ იტყვის, რომ ფინანსების გასაჯაროება შეიძლება, უარყოფითად აისახოს ამა თუ იმ ორგანიზაციის საქმიანობაზე. თუკი მე რამეს არასწორად ვამბობ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ გახსნილი ვართ დისკუსიისთვის და შემიძლია, დავადასტურო, ერთადერთი, რასაც აღნიშნული კანონპროექტი ითვალისწინებს, არის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შესაბამისი მედიაორგანზიაციების ფინანსების ყოველწლიური გასაჯაროება. გამომდინარე აქედან, ღრმად ვარ დარწმუნებული, თუ შესაბამისი დისკუსია წარიმართება, რაც ამ კანონის განხილვის პირველ წელს არ მომხდარა, დარწმუნებული ვარ, ჩვენი პოზიციები ძალიან მყარი იქნება, რადგანაც გამჭვირვალობას დემოკრატიულ საზოგადოებაში, დემოკრატიულ წყობაში ალტერნატივა არ გააჩნია", - განაცხადა პრემიერმა.