გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტს შეხვდა

12-04-2024

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტს ბერბელ ბასს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.


შეხვედრის ძირითადი თემები იყო საქართველო-გერმანიის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიური დინამიკა და სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობა.


პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა გერმანიის ძლიერ მხარდაჭერას ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების - ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს გაწევრიანების მიმართ და იმედი გამოთქვა, რომ გერმანია ამ გზაზე საქართველოს თანადგომას მომავალშიც განაგრძობს.


აღინიშნა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებული აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობა და პარლამენტთაშორისი კავშირების შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობა.


მთავრობის მეთაურმა გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისა სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.