გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ჯაბა სამუშიამ თსუ-ში გამარჯვებულიკალათბურთელები მიიღო

12-04-2024

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კალათბურთელებმა საქართველოს თასი უნივერსიტეტში მოიტანეს, სადაც ჩემპიონებს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცნობით, ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სტუდენტები, პროფესორები, გულშემატკივრები ესწრებოდნენ.


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ მადლობა გადაუხადა საკალათბურთო კლუბის „თსუ“-ს მოთამაშეებს, სამწვრთნელო შტაბს, მენეჯმენტის წარმომადგენლებს.


„კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამ სიხარულის მონიჭებისთვის. თქვენ ისტორია დაწერეთ. როდესაც მომავალი თაობები უნივერსიტეტის ისტორიას წაიკითხავენ, იქ აუცილებლად, ოქროს ასოებით იქნება დაწერილი თქვენი წარმატების შესახებ. საქართველოს თასის ზედიზედ ორჯერ მოპოვება, ქართულ საკალათბურთო ისტორიაში ნამდვილად იშვიათია. იმედია, ევროტურნირებშიც მივიღებთ მონაწილეობას. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მაქსიმალურად დაგიჭერთ მხარს“,-განუცხადა ჯაბა სამუშიამ კალათბურთელებს.


„სასიხარულოა, რომ ამდენი გულშემატკივარი გვყავს უნივერსიტეტში. ჩვენ ვხედავთ და ვამჩნევთ მხარდაჭერას უნივერსიტეტისგან და იმ წვლილს, რომელიც კალათბურთის, ზოგადად, სპორტის განვითარებაში შეაქვს თსუ-ს. ჩვენ, კალათბურთელები მოედანზე ვცდილობთ ამ მხარდაჭერის გამართლებას. ბიჭების სახელით მადლობას გიხდით ამ დაფასებისთვის, ვეცდებით, კიდევ უფრო მეტი სიხარული მოვუტანოთ ჩვენს გულშემატკივრებს. არ დავზოგავთ თავს იმ შედეგის გასდამეორებლად, რაც გასულ წელს გვქონდა“, - განაცხადა საქართველოს თასის ტურნირის საუკეთესო მოთამაშემ, თსუ კალათბურთელმა კახა ჯინჭარაძემ.


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდი ზედიზედ მეორედ გახდა საქართველოს თასის მფლობელი. თსუ კალათბურთელებმა ფინალში გორის „ივერიონი“ 92:81 დაამარცხეს.


გასულ სეზონში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კალათბურთელებმა ორივე უმაღლესი ტიტული - საქართველოს თასი და სუპერლიგა მოიგეს და FIBA-ს უმაღლესი რანგის ევროტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზეს.