ორშაბათი, მაისი 19, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
ირაკლი კობახიძე: ფაქტის კონსტატაცია არ შეიძლება იყოს პროტესტის საგანი; თუ ვინმეს არ მოსწონს ფაქტის კონსტატაცია, გამოდის, რომ იმ ფაქტის ეშინია, რომლის თანამონაწილეც თავად არის

12-04-2024

როდესაც ორგანიზაცია აფინანსებს სხვას, მას აქვს კონკრეტული ინტერესი და სწორედ ამ ინტერესის გატარებას ემსახურება ის დაფინანსება, რაც მიდის შესაბამის ორგანიზაციაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის სახელწოდებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, უცხოური ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია არის უბრალოდ ფაქტის კონსტატაცია.


„გამჭვირვალობის კანონპროექტის მიხედვით, ორგანიზაცია იწოდება უცხოური ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად. როდესაც ორგანიზაცია აფინანსებს სხვას, მას აქვს კონკრეტული ინტერესი და სწორედ ამ ინტერესის გატარებას ემსახურება ის დაფინანსება, რაც მიდის შესაბამის ორგანიზაციაში. აქედან გამომდინარე, უცხოური ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია არის უბრალოდ ფაქტის კონსტატაცია. როდესაც ვიღაც გაურბის ფაქტის კონსტატაციას, ეს არის თავისთავად დამაფიქრებელი, რაზეც საზოგადოება უნდა დაფიქრდეს, რატომ გაურბის ვირაც ფაქტის კონსტატაციას. არა სახელის მინიჭებას, არამედ ფაქტის კონსტატაციას. ფაქტის კონსტატაცია არ შეიძლება იყოს პროტესტის საგანი. თუ ვინმეს არ მოსწონს ფაქტის კონსტატაცია, გამოდის, რომ იმ ფაქტის ეშინია, რომლის თანამონაწილეც თავად არის", - განაცხადა პრემიერმა.