გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გერმანიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონს, რომელიც ტრანსგენდერებს, ინტერსექსუალებს და არაბინარულ ადამიანებს სახელისა და გენდერული იდენტობის შეცვლას უადვილებს

12-04-2024

გერმანიის პარლამენტმა დღეს მხარი დაუჭირა კანონს, რომელიც ტრანსგენდერებს, ინტერსექსუალებს (ადამიანები, რომლებსაც რამდენიმე სექსუალური ორიენტაცია აქვთ) და არაბინარულ (რომლებსაც არ უნდათ იდენტიფიცირდნენ ქალად ან კაცად) ადამიანებს უადვილებს სახელისა და გენდერული იდენტობის შეცვლას.


როგორც Deutsche Welle იტყობინება, ამჟამად გენდერის შეცვლისთვის ორი ფსიქიატრის ექსპერტული შეფასება და სასამართლოს ნებართვაა საჭირო.


ახალი კანონის თანახმად, 14 წელს მიუღწეველი პირის შემთხვევაში, აპლიკაციის შევსებას მხოლოდ მისი კანონიერი წარმომადგენელი შეძლებს, ხოლო 14 წლის ასაკიდან მას კანონიერი წარმომადგენლების თანხმობა დასჭირდება.