გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ოთარ შამუგია ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის 100 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებულ მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა

13-04-2024

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია იტალიის რესპუბლიკაში, ქალაქ ბრეშაში, ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) მიერ გამართულ მინისტერიალში მონაწილეობდა. ღონისძიებას 40-მდე ქვეყნის მინისტრები და მაღალი თანამდებობის პირები ესწრებოდნენ.


„მინისტერიალში, რომელსაც იტალია მასპინძლობს, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით მონაწილეობს. მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ  კანდიდატის სტატუსი არის ჩვენი ქვეყნის ღირსეული წარმატება. ჩვენი უმთავრესი პოლიტიკური მიზანია ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა. დარწმუნებული ვარ, ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ ჩვენი და ჩვენი მომავალი თაობების საკეთილდღეოდ“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ სიტყვით გამოსვლისას.

 

მინისტრმა საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე და განვითარების პოლიტიკაზე ისაუბრა.

 

„ჩვენ მევენახეობა-მეღვინეობის 8 000 წლიანი უწყვეტი ისტორია გვაქვს. მევენახეობა-მეღვინეობა ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი დარგია. სახელმწიფოს მხრიდან უკანასკნელ წლებში განხორციელებულმა სწორმა პოლიტიკამ დარგი მნიშვნელოვნად გააძლიერა: გაშენდა ახალი ვენახები და დღეისთვის ის 50 ათას ჰექტარს აღწევს; შეიქმნა ახალი საწარმოები და მათი რაოდენობა 2700-მდეა; განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ქართული ღვინის ხარისხს. მაღალი ხარისხი და გამორჩეული საგემოვნო თვისებები ჩვენი ღვინის მთავარ სავიზიტო ბარათად მიგვაჩნია. მსოფლიოს 70-მდე ქვეყანაში ყოველწლიურად, საშუალოდ, 100 მლნ ლიტრამდე ქართული ხარისხიანი ღვინო გადის, რომელიც სულ უფრო მეტად პოპულარული ხდება და რომელზეც მოთხოვნა სულ უფრო მზარდია“, - განაცხადა მინისტრმა.

 

როგორც ოთარ შამუგიამ აღნიშნა, მინისტერიალი კარგი შესაძლებლობაა მევენახეობა-მეღვინეობის კუთხით არსებული გამოწვევების გადაჭრის ხედვების და გზების გასაზიარებლად.  

 

„2024 წელს ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაცია დაარსების 100 წლის იუბილეს სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავს, რომელთა შორისაა მინისტერიალი, რომელიც OIV-ის ორგანიზებით პირველად გაიმართა. ღვინის მწარმოებელი ქვეყნების წარმომადგენლები ერთად მსჯელობდნენ მევენახეობა-მეღვინეობის სექტორის პრიორიტეტებზე, მათ შორის, მდგრადი წარმოების პრაქტიკების დანერგვაზე, სანერგე მასალის გენეტიკური მრავალფეროვნებასა და კლიმატის ცვლილებების გავლენაზე ხარისხიანი პროდუქციის წარმოებისას. ღვინის მწარმოებელი ქვეყნებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ახალი საბაზრო შესაძლებლობების კვლევა და ანალიზი, მოთხოვნასა და მიწოდებას შორის ბალანსი და, რა თქმა უნდა, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ღვინის ღირებულებებისა და მისი ტრადიციების შესახებ, რამაც უნდა უზრუნველყოს ხარისხიან ღვინოზე უწყვეტი მოთხოვნა.


აღსანიშნავია, რომ საქართველოს თანამშრომლობას ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (OIV), რაც  რამდენიმე ათეულ წელს ითვლის, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. OIV-ის მევენახეობა-მეღვინეობის საერთაშორისო ფორუმს საქართველომ ორჯერ უმასპინძლა - 1962 წელს 33-ე საერთაშორისო კონგრესს და 2010 წელს OIV-ს მე-8 გენერალურ ასამბლეას. OIV-ის სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში 8 ქართული ღვინო შედის“ –აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.


იტალიის რესპუბლიკაში გამართულ მინისტერიალს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა და ქალაქ მილანში საქართველოს გენერალური კონსული ნატალია კორძაია ესწრებოდნენ.