გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

გორში 68 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

6-12-2017

გორის რაიონის სოფელ კარალეთში 68 წლის ქალის მკვლელობის ბრალდებით 20 წლის ბიჭი დააკავეს. მეზობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა სამართალდამცავებს საკუთარმა მამამ ჩააბარა.

მკვლელობა 3 დეკემბერს მოხდა. შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალს მისსავე საცხოვრებელ სახლში ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. 68 წლის ქალი მიყენებული ჭრილობის შედეგად, შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

„სამართალდამცავებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო“, - აცხადებენ შსს-ში.

მათივე ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

წყარო: reginfo.ge