გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გორში ინტელექტ-თამაში ,,იაზროვნე ნათიას დასახმარებლად" ჩატარდა

8-10-2018

დღეს, გორის სასწავლო უნივერსიტეტში ინტელექტ-თამაში ,,რა, სად, როდის" ჩატარდა, სადაც მონაწილეობა 18-მა გუნდმა მიიღო. ღონისძიების შედეგად შეგროვებული თანხა ნათია გველებიანის დასახმარებლად ოჯახს გადასცეს.

მონაწილეობის მისაღებად გუნდებმა საწევრო გადაიხადეს, ხოლო სპეციალურ ყუთში სხვა ნებისმიერ კერძო თუ იურიდიული ორგანიზაციის წარმომადგენელს მისთვის ხელმისაწვდომი თანხის გაღება შეეძლო.

საქველმოქმედო ინტელექტუალურ თამაში სახელწოდებით ,,იაზროვნე ნათია გველებიანის დასახმარებლად“ გორის ინტელექტ-კლუბმა ,,რა? სად? როდის?" და საინიციატივო ჯგუფის წევრებმა მოაწყეს.

პირველ ადგილზე კომპანია ,,ედუგრუპის" იურისტები გავიდნენ. ისინი საჯარო სკოლებს იურიდიულ დახმარებას უწევენ და მათ 20-დან 16 კითხვას გასცეს პასუხი.

მეორე ადგილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოაზროვნეთა გუნდმა დაიკავა. დღეს ისინი ,,ლიახვდალეულების" სახელით წარსდგნენ. მათ 15 კითხვას გასცეს პასუხი.

მესამე ადგილს - გორის არასამთავრობო ორგანიზაცია ,,დროა" დაეუფლა. მათ 12 ქულა მოიპოვეს. 9 გუნდმა კი, 11 ქულა მოიპოვა.

ნათია გველებიანი 23-წლისაა, მას ავთვისებიანი სიმსივნის მეოთხე სტადია დაუდგინდა. ჰყავს მცირეწლოვანი ორი შვილი. ახლობლების თქმით, ნათია გველებიანს აღმოაჩნდა ,,არაჰოჯკინისლიმფომას" მე-4 სტადია. სისხლიდან გადასულია ძვლებზე და ზურგის ტვინზე.საჭიროებს ღეროვანი უჯრედების გადანერგვას რომელიც ღირს 36000$.

ნათია გველებიანის რეკვიზიტები: საქართველოს ბანკი - GE88BG0000000101039761; თიბისი ბანკი - GE84TB7814545061100065 მიმღები: ნინო ქოქაშვილი; მაგთისა და ბილაინის აბონენტებისთვის: 0901701400
საკონტაქტო ნომერი 598709261



qartli.ge