გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

„სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების სააგენტოს“ თანამშრომლებისთვის პროფესიული გადამზადების საბაზისო კურსი დაიწყო

13-04-2024

სამინისტროს თავდაცვის ინსტიტუციურ აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) სსიპ ,,სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების სააგენტოს“ თანამშრომლებისთვის პროფესიული გადამზადების საბაზისო კურსი დაიწყო. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე დაესწრო. მან მსმენელებს სიტყვით მიმართა და ყურადღება თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებულ სიახლეებზე გაამახვილა.


„5-დღიანი ტრენინგის ფარგლებში, მსმენელები სააგენტოს ძირითად მიმართულებებსა და ფუნქციებს, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რეფორმის ფარგლებში დაგეგმილ ცვლილებებსა და ახალ მიდგომებს გაეცნობიან.


2025 წლიდან წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური მთლიანად თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის. პროცესის მართვის მიზნით, თავდაცვის სამინისტროში „სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების სააგენტო“ შეიქმნა. ამჟამად მიმდინარეობს სააგენტოს დაკომპლექტების პროცესი, სამხედრო მოსამსახურეებისა და საქართველოს მუნიციპალიტეტებში არსებული სამხედრო განყოფილების თანამშრომელთაგან პერსონალის შერჩევა და დანიშვნა. შესაბამისად, კურსი ითვალისწინებს თანამშრომელთა პროფესიულ მომზადებასა და გადამზადებას, რაც დაკისრებული მოვალეობების ეფექტიანად შესრულებას ხელს შეუწყობს” – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.