გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მამუკა მდინარაძე ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებაზე: პოლიციაზე და საკუთარ მამაზე ძალადობაში მსჯავრდებული ადამიანი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა, რაც არის მისი „ნაცური" გადაწყვეტილება

13-04-2024

არა მხოლოდ პოლიციაზე ძალადობაში, არამედ ოჯახურ ძალადობაში, საკუთარ მამაზე ძალადობაში მსჯავრდებული ადამიანი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტის მიერ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების თაობაზე განუცხადა.
 
მდინარაძის თქმით, როდესაც იწყალებ პოლიციელზე და საკუთარ მამაზე თავდამსხმელს, ეს უკვე შენი პოლიტიკური მრწამსის შემადგენელი ნაწილია და სალომე ზურაბიშვილმა „ნაცური" გადაწყვეტილება მიიღო. 
 
„არა მხოლოდ პოლიციაზე ძალადობაში, არამედ ოჯახურ ძალადობაში, საკუთარ მამაზე ძალადობაში მსჯავრდებული ადამიანი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა, რაც არის მისი ნაცური გადაწყვეტილება, მეტი არაფერი. როდესაც იწყალებ პოლიციელზე და საკუთარ მამაზე თავდამსხმელს, ეს უკვე შენი პოლიტიკური მრწამსის შემადგენელი ნაწილია და არ უნდა დაგვავიწყდეს წინა პერიოდში ვინ შეიწყალა, მის შეწყალებულთა სია გაიხსენეთ და ამით უკვე დასკვნები ადვილი გამოსატანია", - აღნიშნა მდინარაძემ.