გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გია აბაშიძე "მთავარი არხის" კვლევაზე: დაველოდოთ "ოფშორვიზია-ფორმულას" გამოკითხვასაც, იქაც ბევრი რამ იქნება ანეკდოტური

13-04-2024

"გლავკანალმა" ქართულ „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტს“ (ISSA) დაუკვეთა ფსევდო-კვლევა. აღსანიშნავია, რომ ISSA-ს ერთ-ერთი თანამშრომელია სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი, რომელიც "ნაცგზავნილების" ფერხულშია "არა რუსული კანონის" შეძახილებით, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე "მთავარი არხის" მიერ გამოქვეყნებულ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში.

 

მისი განცხადებით, ე.წ. გამოკითხვაში, "ქართული ოცნების" რეიტინგი განახევრებულია, თუმცა, ამის მიუხედავად, მაინც უმრავლესობაშია. რაც შეეხება სხვა პარტიებს, კვლევის შედეგების თანახმად, ბარიერს მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობა" და გვარამია-მელიას "ახალი" ლახავენ.

 

"გლავკანალმა" ქართულ „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტს“ (ISSA) დაუკვეთა ფსევდო-კვლევა. აღსანიშნავია, რომ ISSA-ს ერთ-ერთი თანამშრომელია სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი, რომელიც "ნაცგზავნილების" ფერხულშია "არა რუსული კანონის" შეძახილებით.


ამ ე.წ. გამოკითხვით, "ქართული ოცნების" რეალური რეიტინგი განახევრებულია (მაინც უმრავლესობაშია), ხოლო ხუთპროცენტიან ბარიერს გადალახავენ "ნაცები" და ვითომ ახალი "ნაცები" (გვარამია, მელია) 9-9 %%-ით. დანარჩენი "პარტიუგები" ბარიერს მიღმა არიან. ძალიან საღადაო იქნება ამ ურეიტინგო პარტია-კანტორების რეაქციები.


დაველოდოთ "ოფშორვიზია-ფორმულას" ფსევდო-გამოკითხვასაც. იქაც ძალიან ბევრი რამ იქნება ანეკდოტური" - წერს აბაშიძე.