7-10-2018
კათოლიკე მრევლმა რაბათში სავარდის ღვთისმშობლის სახელობის დღესასწაული იზეიმა. სადღესასწაულო ლიტურგია ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ აღავლინა.
დღესასწაული რაბათში საზეიმო წირვით აღინიშნა. ლიტურგია ეპისკოპოსთან ერთად, ვატიკანის ელჩმა ჟოზე აველინო ბეტანკურიმ და საქართველოში მოღვაწე სასულიერო პირებმა აღავლინეს.
სადღესასწაულოდ, რაბათში კათოლიკე მორწმუნეები სხვადასხვა სამრევლოებიდან შეიკრიბნენ.
"წმიდა სავარდი არის ლოცვა, რომლის შესრულებასაც გვირჩევეს ნეტარი, ქალწული მარიამი. წმიდა სავარდი არის ძალა იმისა, რომ შევცვალოთ საკუთარი გულები, მას შეუძლია აღადგინოს მშვიდობა", – განმარტა ქადაგებისას ვატიკანის ელჩმა.
კათოლიკე ეკლესიაში ოქტომბერი ღვთისმშობლის თვედ არის მიჩნეული. ამიტომ მორწმუნეები მთელი თვის განმავლობაში სავარდზე, იგივე კრიალოსანზე წმ. მარიამის მიმართ ლოცულობენ.
ისტორიულად, სავარდის დღესასწაულის დაწესება ეპანტოს ბრძოლას უკავშირდება, რომელიც 1571 წლის 7 ოქტომბერს გაიმართა. ეს იყო უკანასკნელი დიდი ბრძოლა საღვთო ლიგასა და ოსმალეთს შორის. იმისათვის, რომ მცირერიცხოვან საღვთო ლიგას გამარჯვება მოეპოვებინა, მაშინდელმა პაპმა პიუს V-მ ქრისტიანებს სავარდზე ლოცვისაკენ მოულოცა. ბრძოლაში ოსმალეთი დამარცხდა, 7 ოქტომბერი კი იმავე პაპმა სავარდის ღვთისმშობლის დღესასწაულად გამოაცხადა.
კათოლიკე მრევლი, 7 ოქტომბერს, როგორც რაბათის ეკლესიის დღესასწაულს 2012 წლიდან აღნიშნავს. მას შემდეგ, რაც ისტორიული ტაძრის რეაბილიტაცია განხორციელდა და იგი სავარდის სახელზე იკურთხა.