გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

თამარ ჩიბურდანიძე: რაც უფრო მეტად დაძაბავენ სიტუაციას შავი ფულის დონორებიც და მომხმარებლებიც, მით უფრო მეტად მიიღებენ ქართველი ხალხის შეუპოვარ ბრძოლას რეალური სუვერენიტეტისათვის

14-04-2024

„რა არის იმაზე უარესი, რაც დაახლოებით ვიცით? სრულიად დემოკრატიული გამჭვირვალობის შესახებ კანონი ხომ არ გაგვიყვანს კიდევ სხვა კვალზე, რომელიც შეიძლება ბევრად უფრო მძიმე აღმოჩნდეს, ვიდრე უბრალოდ ფინანსების გამჭვირვალობაა?“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი თამარ ჩიბურდანიძე წერს.


მისი თქმით, მათი ქმედება სულაც არ ჰგავს საქართველოს დემოკრატიაზე ზრუნვას, პირიქით, ეს უფრო საკუთარ თავზე ზრუნვას ჰგავს.

„მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ინფორმაცია გვქონდა საქართველოში ენჯეოების გავლით შავი ფულის პოლიტიკაში აკუმულირებაზე, მაინც ვერ წარმოვიდგენდით იმას, რაც დღეს ხდება. დასავლეთის შოკისმომგვრელი რეაქცია გვაფიქრებინებს იმას, რომ შავი ფულით გამოწვეული მდგომარეობა ბევრად უფრო საგანგაშოა, ვიდრე გვეგონა.


რა ხდება? რა არის იმაზე უარესი, რაც დაახლოებით ვიცით? სრულიად დემოკრატიული გამჭვირვალობის შესახებ კანონი ხომ არ გაგვიყვანს კიდევ სხვა კვალზე, რომელიც შეიძლება ბევრად უფრო მძიმე აღმოჩნდეს, ვიდრე უბრალოდ ფინანსების გამჭვირვალობაა? რატომ დაირაზმა ასე უცხოეთი? მათი ქმედება სულაც არ ჰგავს ჩვენს დემოკრატიაზე ზრუნვას. ეს უფრო საკუთარ თავზე ზრუნვას ჰგავს.


აღარ ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა დონის შეურაცხყოფაა მათი მხრიდან, ქართველ ხალხს აკადრო, რომ თურმე ჩვენ არ გვაქვს იმის ცოდნის უფლება, რისი უფლებაც აქვთ ამერიკელებსა და ევროპელებს. რატომ? გამოდის, რომ ჩვენი თავისუფლება ტრაფარეტული ყოფილა და სულაც არ გვაქვს საკუთარი ქვეყნის მართვის უფლება.


ცუდად ვითარდება მოვლენები. ყოველდღე ახალ რეალობას ეხდება ფარდა. თურმე რამდენ ხანს გვძინებია საღათას ძილით და რა მტკივნეულია ამ სიზმრიდან გამოსვლა, როცა რეალობას ხედავ. ეს არ არის ერთი კანონის ირგვლივ ატეხილი ბრძოლა, ეს არის ბრძოლა ჩვენი ქვეყნის თავის უფლებისთვის. რაც უფრო მეტად დაძაბავენ სიტუაციას შავი ფულის დონორებიც და მომხმარებლებიც, მით უფრო მეტად მიიღებენ ქართველი ხალხის შეუპოვარ ბრძოლას რეალური სუვერენიტეტისათვის“, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.