გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

თამთა მეგრელიშვილი: ოკუპანტისაგან გადმორიცხული ფულის თვლა ხოშტარიების ოჯახს არ ეთაკილება - ეს ის ფულია, რომელსაც „სუნი" არ აქვს და მისი ხარჯვის მიზნობრიობაც სხვასთან შეთანხმებული წესით არ არის

14-04-2024

„ახლახან ელენე ხოშტარიასა და მისი ოჯახის ანგარიშზე მოსკოვიდან ლონდონის ერთ-ერთი ბანკის მეშვეობით თანხა გადაირიცხა. ხოშტარიების ანგარიშზე 30 000 ფუნტი ჩაირიცხა. ამ ფაქტმა არ დაგაბნიოთ, ეს ამჯერადაც რუსული რუბლია, უბრალოდ, სხვა ვალუტაში დათვლილი“, - წერს „ხალხის ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.


როგორც მეგრელიშვილი წერს, ოკუპანტისაგან გადმორიცხული ფულის თვლა ხოშტარიების ოჯახს არ ეთაკილება, რადგან ეს ის ფულია, რომელსაც „სუნი" არ აქვს და მისი ხარჯვის მიზნობრიობაც სხვასთან შეთანხმებული წესით არ არის.


მისივე თქმით, არადამაჯერებელია პატრიოტიზმზე საუბრობდე, რუსეთს ოკუპანტს ეძახდე და ქართულად რუსულ რუბლს ითვლიდე.


„ხელოვნების სახელს ამოფარებული ხოშტარიების ოჯახი რუსული პატრიოტიზმით თუ დაიკვეხნის...


მათ წლებია უწყვეტად ერიცხებოდათ და დღესაც ერიცხებათ ფული რუსეთიდან, რომელსაც დიდი მონდომებით მალავენ და მალავდნენ მანამ, სანამ მათი ღია მხილება არ მოხდა.


„ქრონიკის“ ინფორმაციით, ახლახან ელენე ხოშტარიასა და მისი ოჯახის ანგარიშზე მოსკოვიდან ლონდონის ერთ-ერთი ბანკის მეშვეობით თანხა გადაირიცხა. ხოშტარიების ანგარიშზე 30 000 ფუნტი ჩაირიცხა.


ამ ფაქტმა არ დაგაბნიოთ, ეს ამჯერადაც რუსული რუბლია, უბრალოდ, სხვა ვალუტაში დათვლილი.


ოკუპანტისაგან გადმორიცხული ფულის თვლა ხოშტარიების ოჯახს არ ეთაკილება. ეს ის ფულია, რომელსაც „სუნი" არ აქვს და მისი ხარჯვის მიზნობრიობაც სხვასთან შეთანხმებული წესით არ არის.


რუსეთიდან მიღებულ ფულზე დასმულ შეკითხვაზე პასუხის ნაცვლად, გოგი ხოშტარიამ „ქრონიკის“ ჟურნალისტს შეურაცხყოფაც კი მიაყენა, რადგან იცის, რომ ამ თემაზე საუბარი მისი ოჯახისათვის მომგებიანი არ არის.


მინაწერი: არადამაჯერებელია პატრიოტიზმზე საუბრობდე, რუსეთს ოკუპანტს ეძახდე და ქართულად რუსულ რუბლს ითვლიდე.

ჰელენ, ისევ ის ხარ, რაც იყავი, თუნდაც რუბლი ფუნტად გიქციონ, გაშიფრული რუსეთის აგენტი ხარ და სხვა არაფერი“ - წერს თამთა მეგრელიშვილი.