გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დავით მათიკაშვილი: ელენე ხოშტარიას ეტყობა მარტო რუბლი მოსწონს, მაგრამ დანარჩენი რუსული არაფერი არ მოსწონს - ის პირდაპირ ფინანსდება ოკუპანტი ქვეყნისგან

14-04-2024

ელენე ხოშტარიას არაფერი რუსული რომ არ მოსწონს, ეტყობა მარტო რუბლთან აქვს განსაკუთრებული ურთიერთობა და რუბლი მოსწონს, მაგრამ დანარჩენი არაფერი რუსული არ მოსწონს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა, მედიაში გავრცელებულ იმ ინფორმაციაზე კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმად, რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ელენე ხოშტარიას ოჯახის ანგარიშზე თანხის გადარიცხვა კიდევ ერთხელ განხორციელდა.


მათიკაშვილის თქმით, ხოშტარია ოკუპანტი ქვეყნისგან პირდაპირ ფინანსდება, ამიტომ, ღიმილისმომგვრელია მისი მხრიდან იმაზე საუბარი, რომ რაღაც რუსულია.

"ელენე ხოშტარიას არაფერი რუსული რომ არ მოსწონს, ეტყობა მარტო რუბლთან აქვს განსაკუთრებული ურთიერთობა და რუბლი მოსწონს, მაგრამ დანარჩენი არაფერი რუსული არ მოსწონს. ეს როგორი პოზიციაა, რა დამოკიდებულებაა საკუთარი ქვეყნის და რეალურად მართლა მრუდე პროპაგანდის მიმართ, რომელსაც ხოშტარია ზოგადად ეწევა ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობით.


ელენე ხოშტარია პირდაპირ არის მიბმული რუსულ ფულზე, პირდაპირ ფინანსდება ოკუპანტი ქვეყნისგან და მისი მხრიდან რაიმე სახის დემაგოგია, იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ რაღაც არის რუსული, რაღაც არ არის რუსული, ღიმილისმომგვრელია, რადგანაც ფაქტია, რომ რუსული რუბლის მიმართ ძალიან დიდი სიყვარული გააჩნიათ ხოშტარიებს" - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.