გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ლევან ნიკოლეიშვილი: ირაკლი კობახიძე უპრობლემოდ დაამტკიცებს “გამჭვირვალობის კანონის” მიზანშეწონილობასაც და აუცილებლობასაც - მაშინ ხომ ხუხულასავით დაინგრევა ქვეყნის უცხოელი თუ ადგილობრივი ავის მსურველთა ზრახვები

15-04-2024

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებისთვის “გამჭვირვალობის კანონპროექტის” შესახებ საჯარო დისკუსიას შეთავაზებას, სოციალურ ქსელში აფასებს.


ექსპერტი ინტერესდება, რა იქნება ამ შეთავაზებაზე ელჩების პასუხი, ვინაიდან, მისი თქმით, ირაკლი კობახიძე უპრობლემოდ შეძლებს დაამტკიცოს, “გამჭვირვალობის კანონის” მიღების აუცილებლობა.


“პრემიერ-მინისტრის ამ შეთავაზების შემდეგ, რაღა უნდა თქვან? არა? - წესით ეს უნდა გამოირიცხოს! დიახ? - ხომ დარწმუნებულ ბრძანდებით, რომ  ირაკლი კობახიძე ჩვეული სიმშვიდით უპრობლემოდ დაამტკიცებს გამჭვირვალობის კანონის მიღების მიზანშეწონილობასაც და აუცილებლობასაც! აი, მაშინ ხომ ხუხულასავით დაინგრევა ამ ქვეყნის უცხოელი თუ ადგილობრივი ავის მსურველთა  ზრახვები” - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.