გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დიმიტრი ხუნდაძე: გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის მოწინააღმდეგეებს ხალხის მოგროვებას უჯობთ კითხვები და პასუხები მოაგროვონ

15-04-2024

„მცდარი პოზიცია აქვთ შერჩეული, მაგრამ მათი მესმის - რადგან არ აქვთ პასუხები, ამიტომ ხალხის ქუჩაში მოგროვება უნდათ, მაგრამ ამას ვერ შეძლებენ“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა გამჭვირვალობის კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა შესახებ, რომელთა ნაწილი „დედაენის ბაღში“ შეიკრიბა და კანონპროექტი კიდევ ერთხელ გააპროტესტა.


დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ოპონენტებმა ჯობს კითხვები და პასუხები მოაგროვონ კანონპროექტთან დაკავშირებით.


„ხალხის მოგროვებას, უჯობთ, პასუხები მოაგროვონ. შეუძლიათ - ლეგიტიმური კითხვებიც. მზად ვართ, რომ ყველა კითხვას გავცეთ პასუხი. ასევე, მათგან მოვითხოვთ პასუხს იმ კითხვაზე, რაც დავსვით და რაც საზოგადოებას აინტერესებს - თუ რა არის ასეთი დასამალი. რეალურად, მათ დასამალი აქვთ შავი ფული, რითაც საზოგადოების აზრის თავად საზოგადოების საწინააღმდეგოდ ფორმირება სურთ“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.