გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

თამთა მეგრელიშვილი: ელჩებს, რომლებიც პერიოდულად სახელისუფლებო გუნდთან ითხოვენ შეხვედრებს, შეთავაზება აქვთ, რომ დისკუსია უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის გარშემო იყოს გამჭვირვალე

15-04-2024

„საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, როგორც მაღალი პოლიტიკური კულტურის მქონე, საკუთარი საქმის პროფესიონალ პირს, საკუთარი რანგის შესაფერისი  სახელმწიფოებრივი პოლიტიკური ხელწერა აქვს“ -ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი წერს.


მისი თქმით, ელჩებს, რომლებიც პერიოდულად სახელისუფლებო გუნდთან ითხოვენ შეხვედრებს, შეთავაზება აქვთ, რომ დისკუსია უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის გარშემო  იყოს გამჭვირვალე.


„ის ქართული სახელმწიფოს სახელით აფასებს და უფრთხილდება ურთიერთობებს პარტნიორ ქვეყნებთან, ყველა დონის შეხვედრაზე აჟღერებს ჩვენი საგარეო პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტს - ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებლობას და იცავს სუბორდინაციას ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან, მათ შორის - ელჩებთან, რომელთა აზრი, საფუძვლიანი რჩევა და რეკომენდაცია ქართული სახელმწიფოსათვის ეროვნულ მისწრაფებებთან ერთად  პრიორიტეტია.


„ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური მოღვაწეობის დროს დანერგილი მახინჯი პრაქტიკა, როცა უცხოელი დიპლომატები აქტიურად მონაწილეობდნენ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ დებატებში და ცდილობდნენ ქართველი ხალხის მიერ არჩეული პარლამენტისთვის ეკარნახათ, რომელი კანონი მიეღოთ და რომელი - არა, უმრავლესობის მიერ გამჭვირვალობის შესახებ კანონის მისაღებ განხილვის ეტაპზე ისევ გაცოცხლდა.


ამ პროცესმა დაგვანახა, რომ კონკრეტული ელჩები საკითხის განხილვისას პოლიტიკური ოპოზიციის ჩანაცვლებას ცდილობენ. უცხოელი დიპლომატები დახურულ კარს მიღმა ხელისუფლების არგუმენტებს არგუმენტებით ვერ პასუხობენ და საჯარო სივრცეში საფუძველს მოკლებულ პოლიტიკურ განცხადებებს მაინც აკეთებენ, რაც ძალიან უხერხულია, რადგან ის დიპლომატიის სტანდარტებს და სახელისუფლებო გუნდთან შეხვედრის რეალურ შინაარსს არ შეესაბამება.


საზოგადოება ღიად ისმენს კრიტიკულ, მაგრამ უარგუმენტო განცხადებებს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, ამიტომ ელჩებს, რომლებიც პერიოდულად სახელისუფლებო გუნდთან ითხოვენ შეხვედრებს, შეთავაზება აქვთ, რომ დისკუსია უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის გარშემო  იყოს გამჭვირვალე და მიეცეთ საჯაროდ არგუმენტების გაცვლის შესაძლებლობა.


მაგალითად, ხელისუფლების ლიდერებსა და ელჩებს შორის საგნობრივი დისკუსიის პირდაპირ ეთერში გადაცემის პირობებში, ქართული საზოგადოება შეიქმნის ბევრად უფრო ნათელ წარმოდგენას კანონპროექტის არსისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვისთვის მისი მიღების აუცილებლობის შესახებ. ეს იქნება პირველი პრეცედენტი თუ როგორ უნდა აკეთო საქმე პარტნიორებთან ღია დისკუსიით, არგუმენტირებულად, გამჭვირვალედ და ქართულად“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.