გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ზურაბ ქადაგიძე პრემიერის განცხადებაზე: ამას ჰქვია მასტერკლასი საერთაშორისო ენაზე, ქართულად - „საბავშვო მატი“ - დათანხმდებიან და ვაია, არ დათანხმდებიან და უია

15-04-2024

„ირაკლი კობახიძე აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს გამჭვირვალობის კანონპროექტის შესახებ საჯარო დისკუსიას სთავაზობს. ამას ჰქვია მასტერკლასი საერთაშორისო ენაზე და ქართულად - „საბავშვო მატი“,  - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე.


ქადაგიძე სვამს კითხვას - რა პასუხი უნდა დააბრუნონ დიპლომატებმა, ვენის კონვენციის თანახმად - შიდა პოლიტიკურ საკითხებში, ჩარევის უფლება არ გვაქვსო?!


„ირაკლი კობახიძე აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს გამჭვირვალობის კანონპროექტის შესახებ საჯარო დისკუსიას სთავაზობს.


ამას ჰქვია მასტერკლასი საერთაშორისო ენაზე და ქართულად - „საბავშვო მატი“…


რა პასუხი უნდა დააბრუნონ დიპლომატებმა - ვენის კონვენციის თანახმად, შიდა პოლიტიკურ საკითხებში ჩარევის უფლება არ გვაქვსო?!


და იმავე ვენის კონვენციის თანახმად, რომ ზოგიერთ შიდა პოლიტიკურ საკითხზე მათი განცხადებებით ინსინუაციას იწვევენ?!


და კიდევ, თუ ვენის კონვენციას გვერდით გადადებენ და დისკუსიაში შემოვლენ, რა უხერხულობაში აღმოჩნდებიან, ხომ წარმოგიდგენიათ, „ალა ლუსული კანონის“ მაგიერ, მხოლოდ გამჭვირვალობის კანონპროექტი რომ შერჩებათ ხელში, საჯაროდ?!


მოკლედ, დათანხმდებიან და ვაია, არ დათანხმდებიან და უია. ბრავო, პრემიერ-მინისტრს!“ - წერს ქადაგიძე Facebook-ზე.