გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დიმიტრი ხუნდაძე: სწორედ ეს არის დემოკრატია, როდესაც პრემიერი სთავაზობს ყველა დაინტერესებულ პირს საჯარო დისკუსიას - გამჭვირვალობის კანონს გამჭვირვალე დისკუსია სჭირდება და არა - წაუკითხაობა და უსაფუძვლო აჟიოტაჟი

15-04-2024

„ირაკლი კობახიძემ მიმართა საქართველოში მოქმედ უცხო ქვეყნის ელჩებს და შესთავაზა ღია ეთერში საჯარო დისკუსია გამჭვირვალობის შესახებ კანონზე.
გვაინტერესებს, როგორი იქნება დიპლომატების გამოხმაურება პრემიერის შეთავაზებაზე? იმედს ვიტოვებთ, რომ ამ სრულიად დემოკრატიულ სვლას ელჩებიც ასევე ღიაობით უპასუხებენ და დათანხმდებიან კანონის საჯარო განხილვას“,  - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე წერს.


მისი თქმით, თუკი ელჩები საკანონმდებლო პროცესში მონაწილეობას კრიტიკით იღებენ, მაშინ განხილვაშიც უნდა ჩაერთონ.


„მიუღებელი იქნება ელჩებისგან უარი იმ მოტივით, რომ ისინი მონაწილეობას არ მიიღებენ საკანონმდებლო პროცესში. თუკი კრიტიკით იღებენ მონაწილეობას, მაშინ განხილვაშიც უნდა ჩაერთონ და აუხსნან ღიად საზოგადოებას, რა არის არადემოკრატიული  ამ კანონში და რატომ ეწინააღმდეგება ევროპულ სტანდარტებს?


სწორედ ეს არის დემოკრატია, როდესაც  პრემიერი სთავაზობს ყველა დაინტერესებულ პირს საჯარო დისკუსიას. ამაზე დიდი გამჭვირვალობა უნახავს ვინმეს? გამჭვირვალობის კანონს გამჭვირვალე დისკუსია სჭირდება და არა - წაუკითხაობა და უსაფუძვლო აჟიოტაჟი“, - წერს დიმიტრი ხუნდაძე.