გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

თამარ ჩიბურდანიძე: საინფორმაციო ომი მოიგო საღად მოაზროვნე ქართულმა საზოგადოებამ, რომლისთვისაც დემოკრატია გამჭვირვალობაზე გადის

15-04-2024

„აშკარად ჩანდა, რომ კანონის მომხრეებს წაკითხული ჰქონდათ ყველა კანონი: ქართულიც, რუსულიც, ამერიკულიც და ევროპულიც, ხოლო კანონის მოწინააღმდეგეებს - არც ერთი,“ - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე წერს.


ჩიბურდანიძე ეხმიანება საზოგადოებაში მიმდინარე პოლემიკას გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ კანონის მომხრეთა არგუმენტები არის წონადი, ხოლო მოწინააღმდეგეთა უმეტესობას არც კი აქვს კანონპროექტი წაკითხული.


“გაოგნებული ვარ ამ დღეების განმავლობაში სოციალურ ქსელში ქართული საზოგადოების აქტიურობით. ოპოზიციის და მათი ენჯეოების მხრიდან დიდი ფულით დაფინანსებულ საინფორმაციო კამპანიას ქართველმა ხალხმა შიშველი ხელებით მოუგო. ისინი არ მორიდებიან ოპოზიციის ბინძურ ლექსიკას, შეურაცხყოფებს მიუხედავად იმისა, ვინ წერდა კომენტარს - პროფესორი, აკადემიკოსი, ცნობილი სახე თუ რიგითი მოქალაქე, ყველას მიმართ მხოლოდ აგრესიული ლანძღვა მოდიოდა.


განსაკუთრებით მომეწონა ის, რომ საზოგადოება არ აჰყვა მათ აგრესიულ ბინძურ ლექსიკას, ერთეულების გარდა. ოპოზიციის მიზანი იყო, “გამჭვირვალობის კანონის” მხარდამჭერების მარგინალიზაცია მოეხდინა, რაც ვერ შეძლო. კანონის მოწინააღმდეგე ე.წ. ელიტა თავად გახდა მარგინალი. განსაკუთრებით გუშინდელი ღამე იყო გამორჩეული. მთელი ღამე არ ეძინა ხალხს და ცდილობდნენ, ყველასთვის დასაბუთებულად აეხსნათ სიმართლე.


აშკარად ჩანდა, რომ კანონის მომხრეებს წაკითხული ჰქონდათ ყველა კანონი: ქართულიც, რუსულიც, ამერიკულიც და ევროპულიც, ხოლო კანონის მოწინააღმდეგეებს - არც ერთი. ქვეყანა ძლიერია მაშინ, როდესაც ჰყავს ძლიერი, განათლებული და დემოკრატიული საზოგადოება” - წერს ჩიბურდანიძე.