გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მიხეილ ყაველაშვილი „გამჭვირვალობის კანონზე“: მსგავსი კანონი მოქმედებს ამერიკაში, ავსტრალიაში, ახლა საფრანგეთშიც მიიღეს, სხვანაირი არ არსებობს და საზოგადოება შეყვანილია შეცდომაში

15-04-2024

"კანონი, რომელზეც ჩვენ გვაქვს საუბარი, მხოლოდ ორ რამეს მოიცავს - ეს არის გამჭვირვალობა და საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება, რომ ის ორგანიზაციები, რომელიც ფინანსდებიან 20%-ზე მეტით უცხო ქვეყნიდან იყოს ყველასთვის ცნობილი" - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა „გამჭვირვალობის კანონზე“ განაცხადა.


ყაველაშვილის თქმით, მსგავსი კანონი მოქმედებს ამერიკაში, ავსტრალიაში, ახლა საფრანგეთშიც მიიღეს, სხვანაირი არ არსებობს და საზოგადოება შეყვანილია შეცდომაში.


„ეს ყველაფერი არის სპეკულაცია. საერთოდ მე არ მესმის რას ნიშნავს რუსული. კანონი, რომელზეც ჩვენ შარშანაც ვმუშაობდით და წელსაც არაერთხელ განმარტება გაკეთდა, ჩვენ გეუბნებით, რომ მსგავსი კანონი მოქმედებს ამერიკაში, ავსტრალიაში, ახლა საფრანგეთშიც მიიღეს. სხვანაირი არ არსებობს, თქვენ საზოგადოება შეგყავთ შეცდომაში. ჩვენ მზად ვართ გავცეთ პასუხი, იმას რასაც ხალხი აპროტესტებს“ - აღნიშნა ყაველაშვილმა.