გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

თამარ ჩიბურდანიძე: მამუკა მდინარაძის გამანადგურებელი გამოსვლის შემდეგ ოპოზიციას თუ თავმოყვარეობა აქვს, უნდა ადგნენ და გავიდნენ, მაგრამ აქვთ კი?

15-04-2024

„ამ წუთებში პარლამენტში, „გამჭვირვალობის შესახებ კანონის” წარდგენისას, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციას შანსი აღარ დაუტოვა, ისე გაანადგურა მათივე ტყუილების მხილებით“, - ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ წევრი, თამარ ჩიბურდანიძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის განხილვას.


როგორც ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში წერს, საქართველოს ხელისუფლების სიმართლე, პირდაპირ ეთერში, მთელმა მსოფლიომ დაინახა.


მისივე შეფასებით, „ოპოზიციამ საკუთარ თავს განაჩენი გამოუტანა.“


„მაღალი პროფესიონალიზმი, შეუპოვრობა და სიმართლის უზენაესობა - ამას ვხედავთ თითოეული მოქალაქე, ამ წუთებში, პარლამენტში „გამჭვირვალობის შესახებ კანონის” წარდგენისას. მამუკა მდინარაძემ შანსი აღარ დაუტოვა ოპოზიციას, ისე გაანადგურა მათივე ტყუილების მხილებით. ოპოზიციას თავისი სამარცხვინო ტყუილები დილის საუზმედ მიართვა უმრავლესობის ლიდერმა და კარგად დაანაყრა. ამის შემდეგ, თუ თავმოყვარეობა აქვთ, დარბაზი უნდა დატოვონ და გავიდნენ, მაგრამ აქვთ კი? პირდაპირ ეთერში ხელისუფლების სიმართლე დაინახა მთელმა მსოფლიომ. ამ ეთერს უყურებენ ჩვენი ემიგრანტები უცხოეთში, უსმენენ უცხო ქვეყნის ელჩები, უყურებს სრულიად საქართველო. ოპოზიციამ საკუთარ თავს განაჩენი უკვე გამოუტანა”, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.