გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გიორგი ამილახვარმა ქართული ენის დღე სკოლის მოსწავლეებს მიულოცა

15-04-2024

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი, ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, თბილისის 145-ე საჯარო სკოლას ეწვია და მოსწავლეებს დედა ენის დღე მიულოცა.


უწყების ინფორმაციით, მინისტრი სკოლის მოსწავლეების მიერ დადგმულ დედა ენის დღისადმი მიძღვნილ წარმოდგენას დაესწრო და მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და სასკოლო საზოგადოებას სიტყვით მიმართა.


„დღეს აქ ძალიან ბევრი ნიჭიერი ბავშვი გავიცანი. მეამაყება, რომ მართლაც ასეთი გამორჩეული ახალგაზრდა თაობა გვყავს, რაც ჩვენი ქვეყნის განვითარების მყარ საფუძველს წარმოადგენს.


ძალიან მინდოდა, რომ 14 აპრილი მოსწავლეებთან ერთად აღმენიშნა და მეთქვა მათთვის ჩემი სათქმელი. ჩვენი ენა მართლაც უნიკალური და გამორჩეულია და ის ქართველების იდენტობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, ყოველთვის მინდა, გახსოვდეთ, რომ მას განსაკუთრებული ზრუნვა და მოფრთხილება სჭირდება.


მჯერა, თქვენ, ახალგაზრდები ღირსეულად გააგრძელებთ წინაპრების დანატოვარ მემკვიდრეობაზე ზრუნვას და თქვენი ცოდნითა და შესაძლებლობებით მნიშვნელოვან წვლილს შეიტანთ ქართული ენის განვითარების საქმეში‘‘ –აცხადებს გიორგი ამილახვარი.


საუბრის დასასრულს მინისტრმა მადლობა გადაუხადა 145-ე სკოლის გუნდს დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზებისთვის და სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად წიგნები გადასცა.