გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

თამთა მეგრელიშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის განხილვაზე: მამუკა მდინარაძემ კანონის პროექტის ირგვლივ მარტივი და მკაფიო განმარტებები გააკეთა - კანონის პროექტის პრეზენტაცია მაღალი დონით ფასდება

15-04-2024

„პოლიტიკურად უმწიფარი, კანონის განხილვის პროცესს შესეული ოპოზიციური ძალები საკუთარი არსებობის შინაარსსაც ვეღარ ამართლებენ - მოწვეულნი იყვნენ მაღალი ხმის ტემბრისა და ისტერიული განწყობების პოლიტიკოსებიც, საგანგებო როლით და რა თქმა უნდა, არცერთი არგუმენტით“, - ასე შეაფასა „ხალხის ძალის“ წევრმა, თამთა მეგრელიშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის განხილვა.

 

მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ერთ მხარეს პოლიტიკურ მარცხს შეჩვეული, ანტისახელმწიფოებრივად მოქმედი ოპოზიცია იდგა, ხოლო მეორე მხარეს - სახელმწიფოებრივად მოქმედი უმრავლესობა, ეროვნული გეგმით.

 

„მამუკა მდინარაძემ კანონის პროექტის ირგვლივ ძალიან მარტივი და მკაფიო განმარტებები გააკეთა. მისი მხრიდან კანონის პროექტის პრეზენტაცია მაღალი დონით ფასდება. მეორე მხარეს იყო აზრობრივი სიცარიელე და იდგა ერთწლიანი ვადის მიუხედავად, მოუმზადებელი ოპოზიციური სპექტრი. დღეს კიდევ ერთხელ მოხდა ორი ძალის ერთმანეთისაგან გამიჯვნა - ერთ მხარეს იდგა პოლიტიკურ „ფეილს“ უკვე შეჩვეული ანტისახელმწიფოებრივად მოქმედი ოპოზიცია და მეორე მხარეს - სახელმწიფოებრივად მოქმედი უმრავლესობა, ეროვნული გეგმით. მინაწერი: პოლიტიკურად უმწიფარი, კანონის განხილვის პროცესს შესეული ოპოზიციური ძალები საკუთარი არსებობის შინაარსსაც ვეღარ ამართლებენ. მაგალითად, დღეს „ფეილი“ მიიღო ანა ნაცვლიშვილმა, რომელმაც ღამე გაათენა კანონპროექტის ირგვლივ პოლიტიკური მესიჯების წერით და მამუკა მდინარაძესთან ერთი არგუმენტი ვერ დაასახელა, ისე დანებდა წაგებულის „მედლით". მოწვეულნი იყვნენ მაღალი ხმის ტემბრისა და ისტერიული განწყობების პოლიტიკოსებიც, საგანგებო როლით და რა თქმა უნდა, არცერთი არგუმენტით. დარბაზში და დარბაზს მიღმა რთული საყურებელია, ერთი წლის შემდეგაც, კანონის პროექტის სხვადასხვა თარგმანში დაკარგული ოპოზიციური სპექტრი“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.