გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დავით ქართველიშვილი ხელისუფლებას: დღეს ელისაშვილს თუ შეარჩენთ მის მიერ ჩადენილ სისხლის სამართლებრივ დანაშაულს - ხვალ ჩემს შვილს თუ შვილიშვილებს ქუჩაში თავს რომ დაესხას არარაობათა ეს ბრბო - შურისძიებას და ლინჩის წესს მივმართო???

15-04-2024

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ალეკო ელისაშვილის მიერ მამუკა მდინარაძეზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმიანება. ქართველიშვილი ხელისუფლებას მიმართავს, რომ ელისაშვილს ეს ძალადობა თუ შერჩა, ხვალ შესაძლოა, ამან უარესი ძალადობა წაახალისოს.


„სალომე ზურაბიშვილო!!! შენი ხელით "ბოთლიდან" გამოშვებული უსამშობლო, უსინდისო "ჯინის" იმედით გააკეთა ამ არარაობამ დღეს ის, რაც გააკეთა! ყველა იმის წაქეზებით, ვინც კაცი მეგონა და ვინც გვერდში ჰყავს დღეს ამოფარებული თავის ადმინისტრაციაში! მოიყვანეთ დღეს შოლცები და კრამერები იმ დემოკრატიის დასაცავად, რა დემოკრატიასაც გვიწუნებთ! გაარჩიეთ მათთან ერთად დღეს მდინარაძეზე თქვენი რუსული თავდასხმა! ხელისუფლებავ! არც ერთი ნაბიჯი უკან! "გულანთებულო" მონებო! გაგა-ლაზარე-ბინებთ თქვენს არარაობა პრეზიდენტთან ერთად! ვის მოგწვდებათ კიდევ თქვენი ბინძური მუშტები? დღეს ელისაშვილს თუ შეარჩენთ მის მიერ ჩადენილ სისხლის სამართლებრივ დანაშაულს - ხვალ ჩემს შვილს თუ შვილიშვილებს ქუჩაში თავს რომ დაესხას არარაობათა ეს ბრბო - შურისძიებას და ლინჩის წესს მივმართო???“ - წერს ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.