გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ანრი ოხანაშვილი "საიას" თავმჯდომარეს: ქალბატონო ნონა, გამიჯვნა ხომ არ გინდათ და დაგმობა იმის რაც გააკეთა ელისაშვილმა? უფლებების დაცვაზე რომ ზრუნავთ და რეაქცია რომ არ გქონდათ, ეს არის უბედურება, ერთი არ მოგითხოვიათ, რომ განცხადების გავრცელება გსურდათ

15-04-2024

„ქალბატონო ნონა, გამიჯვნა ხომ არ გინდათ და დაგმობა იმის, რაც გააკეთა ელისაშვილმა? რეაქცია რომ არ გქონდათ, ეს რაზე მეტყველებს იცით? უფლებების დაცვაზე რომ ზრუნავთ და რეაქცია რომ არ გქონდათ, ეს არის უბედურება” - ასე მიმართა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს, ნონა ქურდოვანიძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს.

 

ქურდოვანიძის თქმით, დილიდან კანონპროექტის განხილვაზე იმყოფება და კითხვაზე პასუხის გაცემა სურს.

 

"ვინ გითხრათ რომ არ გვქონდა რეაქცია? განცხადების გავრცელებისთვის, დილიდან ვსხედვართ აქ. კარგი ახლა, თუ კითხვა დამისვით, გიპასუხებთ და თუ დაკითხვას მიწყობთ სხვა საკითხია" - განაცხადა ქურდოვანიძემ.

 

ოხანაშვილმა სამწუხარო უწოდა იმ ფაქტს, რომ საია-ს თავმჯდომარეს ელისაშვილის მიერ მამუკა მდინარაძეზე თავდასხმის გამო, განცხადების გაკეთება არ მოუთხოვია. მისივე თქმით, კონკრეტულ საკითხებზე ისეთი გადაფარება ხდება, რომ შესაძლოა, საგამოძიებო კომისიის შექმნა გახდეს საჭირო და დაკითხვაზე ამის შემდეგ შეიძლება საუბარი.

 

"ერთი არ მოგითხოვიათ, რომ განცხადების გავრცელება გსურდათ, ძალიან სამწუხაროა. ახლა რაც არ უნდა ისაუბროთ, ფასი არ აქვს თქვენს განცხადებას.

აქ ისე ხდება გადაფარება რაღაც საკითხებზე და არ ვიცი იმის უკან რა შეიძლება იდგეს - აქ შავი ფული შემთხვევით არ არის ნახსენები, რომ არ ვიცი, შეიძლება ერთი საგამოძიებო კომისია იყოს საჭირო ამ ყველაფრისთვის და დაკითხვაზე მერე შეგვიძლია საუბარი" - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.