გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

გურამ მაჭარაშვილი: არასამთავრობოებს მივმართავ - გვაქვს ინფორმაცია, რომ ვინმე ალექსანდრე ზივზივაძე, „ფრანკლინის კლუბის“ ერთ-ერთი ლიდერი, ძალადობრივ აქციას აორგანიზებს; ხომ არ იცით, საიდან ფინანსდება?

16-04-2024

„არასამთავრობო სექტორს მივმართავ - გვაქვს ინფორმაცია, რომ ვინმე ალექსანდრე ზივზივაძე, „ფრანკლინის კლუბის“ ერთ-ერთი ლიდერი, ძალადობრივ აქციას აორგანიზებს. საზოგადოებამ რომ იცოდეს - ხომ არ იცით, საიდან ფინანსდება?“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღამსრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა იკითხა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის განხილვისას.


„ვინმე ცოტე კობერიძე თვითონ წერს: „მივმართავ პოლიციელებს - გთხოვთ, დაიშალოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, გადაგივლით.“ ხომ არ იცით საიდან ფინანსდება ეს ძალადობა?“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.